მ/წლის 7 აგვისტოს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხარისხის ინფრასტუქტურის სფეროში მოქმედი ინსტიტუტების წარმომადგნელები სტუმრობდნენ. შეხვედრა გაიმართა ჩინეთის საელჩოს ინიციატივით და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ორგანიზებით, მასში სააგენტოს წარმომადგნელებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს აკრედიტაციის ცენტრისა (GAC) და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (MSA) წარმომადგენელები.
შეხვედრაზე ჩინეთის დელეგაციის წევრებს ქართულმა მხარემ გააცნო ინფორმაცია ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის სფეროში მიღწეული შედეგების, საქართველოში მოქმედი რეგულაციებისა და სტანდარტების, სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ეტალონური ლაბორატორიების სერვისების, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრისა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის შესახებ.